რეზონანსი
(06.10.2022)

მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება, არსებულით კი უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მინისტრის საათზე საუბრისას გააკეთა.

„მთავარი საკითხი არის ის, რაც აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ადამიანების შემოსავლები არ იზრდება, პირიქით, ხშირ შემთხვევაში იკლებს. იმ შემოსავლითაც, რასაც იღებენ უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ძირითად პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან მაღალი ინფლაცია, ადამიანები ღარიბდებიან და შემოსავალი არ იმატებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე