რეზონანსი
(06.10.2022)

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „მინისტრის საათის" ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს „ბორჯომის" წილებთან და სამშენებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

„ლევან დავითაშვილს ვკითხავ იმაზე, რაც არაერთხელ მიკითხავს პრემიერ-მინისტრისთვის და არ მომისმენია გაგრძელება - „ბორჯომის" წილებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო სახელმწიფომ. როგორ აპირებს მართვას - აღარ არსებობს არანაირი ინფორმაცია მას შემდეგ, რაც სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო პრემიერმა. გარდა ამისა, მაქვს კითხვები სამშენებლო პოლიტიკაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილების სფეროა. ტრაგედიების შემდეგ ბევრს ვსაუბრობთ, რომ რაღაც უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ პოლიტიკა არ იცვლება", - აცხადებს სამნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე