რეზონანსი
(06.10.2022)

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საინფორმაციო ველზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა.

„მე როგორც ვხვდები, საინფორმაციო ველზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა ნებისმიერი განცხადების, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენი დამოკიდებულების, პარტნიორობის, მეგობრობის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ თუ უფრო მკაფიო არ იქნება და ხანდახან დეტალებზეც არ იქნება საუბარი, მაშინ ზოგადი განცხადებები ყოველთვის დააბნევს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთხოვო ნებისმიერ პარტნიორს, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად, ხომ არ სჯობს, გავაკეთოთ ერთი განცხადება მაინც იმის შესახებ, თუ რა იყო იმ განცხადებებში ტყუილი", - აცხადებს მდინარაძე.

იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებით, თავდასხმები კელი დეგნანზე არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე