რეზონანსი
(02.10.2022)

ნაძალადევში 35 წლამდე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მრავლობითი ჭრილობა მეგობარმა მიაყენა.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც „დაიჯესტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე