რეზონანსი
(30.09.2022)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციული ცვლილებები არ იგეგმება.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. „ლუგარის ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი და ორგანიზაციულ ცვლილებებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ისევე გრძელდება, როგორც იყო. ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის, რომელსაც იყენებს. რაიმე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არც მაქვს და არც გამიგია", - ამბობს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ: NCDC-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ჭორები, რომელიც გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიის გამოყოფის შესახებ, სიმართლე არ აღმოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე