რეზონანსი
(30.09.2022)

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მლნ ლარით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან გაზრდილ სოციალურ დახმარებებზე ისაუბრა.

„მაღალმთიან დასახლებებში 70 წლისა და ზემოთ ასაკის მქონე პენსიონერთა პენსია თითქმის, 440 ლარი იქნება, სხვაგან - 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია თითქმის 300 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი. ამასთან, გარდა პენსიისა გათვალისწინებულია გვაქვს ჩვენ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელის ზრდა 65 ლარით და ასევე სხვა კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.

მინდა გითხრათ, რომ ბავშვთა დახმარება ჩვენ თითქმის, გავასამმაგეთ - იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი და შემდეგ კიდევ გავზარდეთ და ეს კიდევ გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ იმის და მიხედვით, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს, კიდევ გავზარდოთ. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე