რეზონანსი
(30.09.2022)

„ქუჩაში გამოსვლა არის მნიშვნელოვანი, სხვა გზა არ არსებობს", - ამის შესახებ განცხადება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

„მჯერა, ამ ხელისუფლების გაშვების გზა გადის ქუჩაში. დედაენის ბაღში შეკრებისას გამოდის ბევრი გაბრაზებული ხალხი. არჩევანი წაგვართვეს, ძალაუფლება არის უზურპირებული - მიტაცებული. ჩემი ამოცანაა, დავიბრუნო არჩევანის უფლება. მივაღწევთ იმას, რომ დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, პარალიზებას გავუკეთებთ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას.

ოპოზიციაში ველაპარაკები ბევრს. აუცილებელია, ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში ერთად დადგნენ. არანაირი ინტერესი არ მაქვს რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო. ოპოზიციაში არ იციან რა აკეთონ. ქუჩაში გამოსვლა არის მნიშვნელოვანი, სხვა გზა არ არსებობს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე