რეზონანსი
(30.09.2022)

გვიან ღამით ხანძარი იყო ავლაბარში. სპარტაკის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს სიგარეტი იატაკზე დაუვარდა, რამაც ცეცხლი გააჩინა. მან მეზობლებს ცეცხლის გაჩენის შესახებ თავად შეატყობინა.

ხანძარი გვერდით მდებარე ბინებზეც გავრცელდა. სულ დაიწვა 7 საცხოვრებელი ფართი.

ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინები საცხოვრებლად უვარგისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე