რეზონანსი
(29.09.2022)

მონტენეგრო რუსეთის ექვს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონტენეგროში აკრედიტირებული რუსეთის საელჩოს ექვსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, გამომდინარე მათი საქმნიანობიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას", - წერია განცხადებაში.

ამ მომენტისთვის მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან აკონკრეტებს რა დარღვევებზეა საუბარი ან ვინ გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად.

ინფორმაციისთვის, მანამდე ხუთშაბათს ცხობილი გახდა, რომ პოდგორიცაში მონტენეგროს შვიდი მოქალაქე რუსულ დაზვერვაზე მუშაობის ბრალდებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე