რეზონანსი
(29.09.2022)

ანრი ოხანაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლა შეაფასა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს.

„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი. ეს ნაბიჯი არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო პრინციპს და უგულებელყოფს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით საჭირო იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს გაცხადდა კიდეც. მივცეთ საშუალება კონკრეტულ უწყებებს გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე