რეზონანსი
(29.09.2022)

ფინეთი რუსებისთვის საზღვარს კეტავს - ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.

თუმცა დარჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.

შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ 23 სექტემბერს განაცხადა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლისა და ვიზების გაცემის მნიშვნელოვანი შეზღუდვების შესახებ. გარდა ამისა, ფინეთში უძრავი ქონების ფლობა აღარ იქნება ვიზის მიღების საფუძველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე