რეზონანსი
(28.09.2022)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელორუსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.

"ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს ურჩევს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.

"არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია " პოსტვის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე