რეზონანსი
(28.09.2022)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მკაცრად გმობს" ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ მან პირად Twitter გვერდზე დაწერა.

"მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის", - წერს ღარიბაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე