რეზონანსი
(28.09.2022)

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცხადია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაცმოძრაობის" წევრებს ურთიერთობები უკვე სააშკარაოზე გამოაქვთ.

„ცხადია, დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა. უკვე სააშკარაოზე გამოაქვთ ურთიერთობები. ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდნენ. ალბათ, თვითონვე გადალაგდებიან, დალაგდებიან. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო არ არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე