რეზონანსი
(20.09.2022)

ვრცელდება ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ფოტო. ბანკზე თავდამსხმელი პირი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა. იგი ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ ბანოჯადან არის.

როგორც მეზობელი ამბობს გრიგოლ ნარსია რამდენიმე წლის წინ დაცვის პოლიციაში მუშაობდა და დედა ემიგრანტი ჰყავს, რომელთანაც ის ჩადიოდა ხოლმე.

„გამორიცხულია, მაგი ბომბები არ იქნებოდა, მაგას არავისთან ისეთთან არ ჰქონდა კონტაქტი, რომ ბომბი ჰქონოდა და თუ ჰქონდა, ააფეთქებდა და თავს არ დააჭერინებდა. მე კარგად მექცეოდა, ბიძიას მეძახდა“ - უთხრა „ტვ პირველს“ გრიგოლ ნარსიას მეზობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე