რეზონანსი
(20.09.2022)

აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსირებასაც ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც ჩვენ ვაფრთხილებდით ბოლოო თვეების განავლობაში, როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა სალივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "რეფერენდუმები" სავსე იქნება მანიპულაციებით და რუსეთი, ახლა თუ მომავალში, შეეცდება მათ ტერიტორიების ანექსიის საბაბად გამოყენებას.

სალივანის თქმით, "რეფერენდუმები" არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ზუსტად პირიქით: ეს არის ქვეყნის ქმედება, რომელმაც წარუმატებლობები განიცადა - სამხედრო და დიპლომატიური", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე