რეზონანსი
(20.09.2022)

12 ადამიანის 9-საათიანი ტყვეობა დასრულებულია. როგორია ახლა მათი მდგომარეობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ბოლო კავშირის დროს მძევლებმა დააკონკრეტეს, რომ მათი მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. რამდენიმე მძევალი დღის განმავლობაში შეუძლოდ გახდა და მათ მედიკამენტები სამართალდამცველებმა ფანჯრიდან მიაწოდეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში ამბობენ, რომ მძევლებს საჭირო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ, მისი ჰოსპიტალიზაცია კი საჭირო არ გამხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე