რეზონანსი
(20.09.2022)

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების" ჩატარება „პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა".

აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ტვიტერში" დაწერა.

„ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე