რეზონანსი
(20.09.2022)

ჩვენ ვიხილავთ პარლამენტის შიგნით, უმრავლესობის მხრიდანაც იმ წევრებს, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდებიან, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ეს მოძრაობა იქნება მზარდი და ის მოემსახურება იმას, რაც თავიდან დაანონსდა - დაიცავს ქვეყნის ინტერესს, საზოგადოების ინტერესს. კონსულტაციები დაწყებულია, ჩვენ რა თქმა უნდა დეპუტატებს ვესაუბრებით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ხალხის ძალა" გაფართოებას გეგმავს. ახალი მოძრაობის ლიდერები ახალ წევრებს თვის ბოლომდე დაასახელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე