რეზონანსი
(17.09.2022)

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი, სადაც შემთხვევა მოხდა, საპატრულო პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილი ქალები თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში არიან მოთავსებული და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე