რეზონანსი
(17.09.2022)

ცალკეული ოპოზიციური აქტორების, მაგალითად, მკაფიო დემონსტრირება იმ დესტრუქციული დამოკიდებულებისა, ბოლო ხანებში გამოავლინა „სტრატეგია აღმაშენებელმა" - ეს იყო მართლაც პარადოქსული , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„პარადოქსული იმიტომ, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, თითქოს ის არ მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის და ევროინტეგრაცია რეალური გახდეს. ამ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი გვავალდებულებს ერთობლივ მუშაობას და სრულიად უმიზეზოდ თვითონ ისინი, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, თავად არღვევენ პირველ პუნქტს, როდესაც სრულიად უმიზეზოდ ემიჯნებიან პროცესს" - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე