რეზონანსი
(17.09.2022)

მსოფლიოსთვის რუსეთის მორიგი სისასტიკის შესახებ ხდება ცნობილი. ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრის ცხედარი იპოვეს.

რუსმა ოკუპანტებმა სტოლპაკოვის ოჯახის წევრები: ცოლ-ქმარი ელენე და დიმიტრი, მათი ორი შვილი 6 წლის ოლესია და 8 წლის საშა, ასევე ბებია-ბაბუა - ტატიანა და ალექსანდრე მოკლეს.

მოკლული ოჯახის თითოეულ წევრს გარდაცვალების ერთი და იგივე თარიღი აქვს - 9 მარტი აქვს მითითებული. იმ დღეს რუსმა ოკუპანტებმა პერვომაისკაიას 2-ში მდებარე სახლს ტანკიდან 10-დან 15-მდე ჭურვი ესროლეს.

ცნობილია, რომ მასობრივი სამარხებში 450-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე