რეზონანსი
(16.09.2022)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე