რეზონანსი
(16.09.2022)

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ომის დასასრულს არ ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია იმის დანახვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ტერიტორიის უკან დაბრუნება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი", -აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა BBC რადიოსთან ინტერვიუში.

ამ კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებს მოუწოდა, მზად იყვნენ „გრძელი გზისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე