რეზონანსი
(05.09.2022)

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ხანძარი სოფელ შილდის ტყეში 1-ელ სექტემბერს გაჩნდა. მეხანძრე - მაშველები, თავდაცვის ძალები, სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას. რა ფართობია განადგურებული, ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე