რეზონანსი
(05.09.2022)

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით განაგრძობს პროექტების განხორციელებას. მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან კომპანია კოლეჯ „სპექტრთან“ ერთობლივად იწყებს პროფესიული გადამზადების 12 კვირიან პროგრამას „ელექტრო მემონტაჟის“ სპეციალობით. აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია შეუძლია საბაზისო განათლების მქონე ნებისმიერ პირს 18 წლის ასაკიდან. აპლიკანტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. აღნიშნულ კურსზე აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა არის 12 სექტემბერი. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ, ვებ გვერდის მეშვეობით:  https://vet.emis.ge/#/training-programs  

12 კვირიანი სწავლების პერიოდში  წარჩინებული სტუდენტები, კომპანიის მხრიდან მიიღებენ სტიპენდიას. ხოლო  სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდებიან სს „ენერგო -პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრებში. 

„აღნიშნული პროექტი შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ მკაფიო შეტყობინებად ახალგაზრდებისთვის, რათა დაინტერესდნენ და მომავალ პროფესიად სწორედ ენერგეტიკის დარგი აირჩიონ. ჩვენი კომპანია კი თავის მხრივ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სთავაზობს გარანტირებულ სამუშაო ადგილებს და სამომავლო წინსვლას, რადგან დაინტერესებულები ვართ მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები ენერგეტიკის სექტორში.“ - განაცხადა სს  „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფრომა გიორგი ტრაპაიძემ.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე