რეზონანსი
(05.09.2022)

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია.

„ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას", - განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე