რეზონანსი
(23.08.2022)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თვის ბოლომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +37-40 გარდუსი იქნება, სანაპირო რაიონებში +32-37. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იქნება ქუთაისში და მის ირგვლივ ტერიტორიაზე, სადაც ხუთშაბათს +39 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო პარასკევ - +40.

მაღალი სიცხეა აღმოსავლეთ საქართველოშიც - +32-36 გრადუსის ფარგლებში.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ცხელი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც, სააგენტოს ცნობით, ტყის ხანძრების გაჩენის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე