რეზონანსი
(22.08.2022)

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დასახლება დაბომბეს, დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ სექტორზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება.

„დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 დასახლება დაბომბა. ოკუპანტებმა დაანგრიეს სახლი, ორი სკოლა, გაზსადენი. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ავდიივკაზე, ტორეცკიზე, კონსტანტინოვკაზე, ჩასოვ იარზე, ცუკურინოზე, პივნიჩნოეზე, რეი-ალექსანდროვკაზე, კონსტანტინოვკაზე, მარკოვოსა და პრიშიბზე.

რუსეთის ჯარებმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე დარტყმები ავიაციიდან, „ისკანდერ-K"-ს სარაკეტო სისტემებიდან, „სმერჩისა" და „გრადის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და არტილერიიდან განახორციელეს. განადგურდა და დაზიანდა 31 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 23 საცხოვრებელი სახლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე