რეზონანსი
(22.08.2022)

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დონბასში ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის.

„რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს დამატებითი ძალების მოტივირებას, რომელსაც დონბასში რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად იყენებს. მეთაურები სავარაუდოდ ფინანსური წახალისების ხერხს მიმართავენ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, პრობლემას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, ეს კი ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, კანონიერად აიძულოს სამხედროებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე