რეზონანსი
(22.08.2022)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე - მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 წარმომადგენელი.

ადგილზე ასევე იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ტყის მასივში ორი დღის წინ გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე