რეზონანსი
(22.08.2022)

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა ქალმა 50 წლამდე ყრუ-მუნჯ მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. GTTV-ს ინფორმაციით, დამნაშავე სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს ფილტვი იმდენად ჰქონდა დაზიანებული, რომ მისი ამოჭრა გახდა საჭირო. მედიის ცნობით, მამაკაცს ჭრილობები აღენიშნება გულის არეშიც და ამ დროისთვის, აპარატზეა მიერთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე