რეზონანსი
(22.08.2022)

რუსეთში საზარელი ავტოავარია მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ულიანოვსკის ოლქში მიკროავტობუსი ორ სატვირთო მანქანას შორის მოჰყვა. დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი.

ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად მანქანის გაჩერება სატვირთოს მძღოლმა ვერ შეძლო და მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სულ 5 ავტომობილი მონაწილეობდა.

მიკროავტობუსში ყაზახეთის 18 მოქალაქე იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე