რეზონანსი
(21.08.2022)

იქ იყვნენ კონკრეტული აქტორები, [არასამთავრობო ორგანიზაციები] რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ითხოვდნენ არათუ უბრალოდ მთავრობის გადადგომას, არამედ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას და ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო, სწორედ ამ წარმოდგენილ ინიციატორებს ამ აქციისა, ნაცვლად პოლიტიკური აქტორებისა და ხალხისა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

„ასეთი იყო მოცემულობა და რამდენიც არ უნდა მოხდეს ამის უარყოფა, ეს არ მგონია სწორი. თუმცა, თუ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს საწყისია ამ არალეგიტიმურ მოთხოვნებთან გამიჯვნისა მათი მხრიდან, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ამას მეტი სიცხადე დასჭირდება“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ISFED სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი პარლამენტისადმი წაყენებულ ულტიმატუმებს გაემიჯნებიან „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალური პრობლემებისა და რეალური საქმისგან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა ხდება. ამასთან დოლიძე აცხადებს, რომ არ იცის რა ულტიმატუმებზე საუბრობს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე