რეზონანსი
(21.08.2022)

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფი. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ.

ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ლოკალიზაციის სამუშაოებში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე