რეზონანსი
(21.08.2022)

დარია დუგინა გუშინ საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა ალექსანდრ დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

​რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ "დონბასის სახალხო ლაშქრის" მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე