რეზონანსი
(21.08.2022)

არავითარი რისკი იმისა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას, რეალურად და ობიექტურად არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში. ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებულია. ერთადერთი მოთხოვნაა, ეს იყოს რეალურად არასამთავრობო ორგანიზაცია და არ იყოს პოლიტიკური პარტია. ასეთ ფონზე, მე არ მგონია, რომ ვინმესთვის ჩვენი მხრიდან შეუმჩნეველი იყოს ასეთი განწყობის არსებობა და სამართლიანი მოთხოვნა - რომ ვითხოვთ, არასამთავრობო ორგანიზაციის როლში, არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს", - აცხადებს სარჯველაძე.

„საარჩევნო კოდექსის" გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა სავარაუდოდ მესამე სექტორის გარეშე ჩატარდება. „სამართლიან არჩევნებს" სოლიდარობას უცხადებს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას დროებით აჩერებს. მანამდე „ისფედს" მხარდაჭერა გამოუცხადა „საიამ" და ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა. რატომ არ მიიწვია მმართველმა პარტიამ „სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო საკითხების გადასინჯვის ჯგუფში - ამ საკითხზე განმარტება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე