რეზონანსი
(13.08.2022)

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან სამაშველო ვერტმფრენმა 2 მესტიაში ჩამოიყვანა.

ვერტმფრენით ჩამოყვანილი ორი ტურისტი დაშავებულია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

ამასთან, ცნობილია, რომ ვერტმფრენი კვლავ მიემართება მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც კიდევ 4 ტურისტი იმყოფება.

მეორე დღეა, რაც მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტი უამინდობის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე