რეზონანსი
(12.08.2022)

ჩაუტოკას უნივერსიტეტთი ლექციის დროს დაჭრილი ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი ცოცხალია. ის ადგილობრივ ჰოსპიტალში იმყოფება. ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულიმ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ლექციის მოდერატორი.

შეგახსენებთ, მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე