რეზონანსი
(12.08.2022)

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, 12 აგ­ვის­ტოს დი­ლით მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა ქალი, 38 წლის შუ­შა­ნა ზარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვებ კერ­ძო სახ­ლში, სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ტრა­გე­დია, სწო­რედ ამ სახ­ლში დატ­რი­ალ­და.

მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის ბავ­შვე­ბის გამო და­ი­წყო. ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

ის ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აკა­კი მა­ი­სუ­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბას, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა ქალი ჯერ სცე­მა, შემ­დეგ კი აბა­ზა­ნა­ში გა­გუ­და, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით ქალს ცივი ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჯერ კი­დევ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

„გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი არ ას­ვე­ნებ­და გო­გოს და ხში­რად აკი­თხავ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მკვლე­ლო­ბის დროს შინ იმ­ყო­ფე­ბო­და მათი შვი­ლიც. მკვლე­ლო­ბა აბა­ზა­ნა­შია მომ­ხდა­რი, ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და, ჯერ უც­ნო­ბია.

დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვიც შე­ეს­წრო მკვლე­ლო­ბას. რას ამ­ბობს თა­ვად დამ­ნა­შა­ვე, არ ვი­ცით", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე