რეზონანსი
(12.08.2022)

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა ტუ­ნი­სე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გო­გო­ნა სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. შემ­თხვე­ვა ეკ­ვა­დო­რის ქა­ლაქ გუ­ა­ი­ა­ქუ­ილ­ში მოხ­და, სა­დაც, იუ­ნი­ორ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა.

ტუ­ნი­სელ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა გო­ნე­ბა მე­ტო­ქის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ილე­თის და გდე­ბის შემ­დეგ და­კარ­გა. მსაჯ­მა, მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მო­უხ­მო, რო­მე­ლიც, კად­რე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ გა­ერ­კვა. სპორ­ტსმენ­თან სწრა­ფად მი­ირ­ბი­ნა ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა და მას ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა და გუ­ლის მა­სა­ჟი ჩა­უ­ტა­რა და სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი ჩვე­ნი თუ სხვა ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის წევ­რს ეხ­მა­რე­ბა და სი­ცო­ცხლეს უნარ­ჩუ­ნებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სულ ცოტა 30 სპორ­ტსმე­ნის­თვის მა­ინც აღ­მო­უ­ჩე­ნია სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა პირ­და­პირ ტა­ტა­მი­ზე.

კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა მომ­ხდა­რი­დან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "რუს­თა­ვი 2"-ს მის­ცა.

"ეს ინ­სტინ­ქტუ­რად ხდე­ბა, ყვე­ლა ექი­მი ასე იქ­ცე­ვა, ვი­საც გავ­ლი­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა. დამ­ჭირ­და ენის და­ჭე­რა და პა­ტა­რა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის ჩა­ტა­რე­ბაც. ვერ გა­მოგ­ვყავ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 წუთი უგო­ნოდ იყო, ტა­ტა­მი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ კი­დევ დაგ­ვჭირ­და მიხ­მა­რე­ბა. ტკი­ვი­ლის­გან შოკ­ში იყო, ვერ ვი­გებ­დით სა­ი­დან იყო ეს ტკი­ვი­ლი, ბოლო, ბოლო მივ­ხვდი, რომ და­ცე­მის მო­მენ­ტში ხერ­ხე­მალ­ზე მი­ი­ღო ტრავ­მა. კი­დევ კარ­გი რომ სა­კა­ცით გა­ვიყ­ვა­ნე, გა­დარ­ჩა, კარ­გად არის", - გა­ნა­ცხა­და ქარ­თველ­მა ექიმ­მა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე