რეზონანსი
(11.08.2022)

რუსეთმა უარყო შვეიცარიის შეთავაზება, წარმოედგინა უკრაინის ინტერესები რუსეთში და რუსეთის ინტერესები უკრაინაში, რადგან ის შვეიცარიას ნეიტრალურ ქვეყნად აღარ მიიჩნევს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუპასუხეთ, რომ შვეიცარიამ, სამწუხაროდ, დაკარგა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი და ვერც შუამავლის და ვერც წარმომადგენლის როლის შესრულებას ვერ შეძლებს. ბერნი შეუერთდა დასავლეთის უკანონო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ივან ნეჩაევმა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური შუამავლის როლი შეესრულებინა რადგან, როგორც ცნობილია, უკრაინამ, რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე