რეზონანსი
(11.08.2022)

ევროპა რადიაციული საფრთხის წინაშე - ატომური ენერგიის სააგენტო ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის მიუხედავად, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია, თუმცა, უკრაინის მეზობელი ქვეყნები მობილიზაციას ახდენენ. რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი იოდიდი გადასცა, რომელიც მოსახლეობამ რადიაციის დონის გაზრდის შემთხვევაში უნდა მიიღოს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამით დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშს ქალაქ ბახმუტში 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ისევ დაიბომბა ხარკივიც. პარალელურად, რამდენიმე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას აგრძელებენ. მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს. შეტევა გრძელდება იზიუმშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ დრომდე განადგურებულია 47 000 რუსი სამხედრო.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ქვეყანას აქვს შანსი, 2 თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი.

"ახლა კი ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ასევე, 20-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე დგას. მათ შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეში, ასევე ხერსონში," - ამბობს არესტოვიჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე