რეზონანსი
(11.08.2022)

ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გარკვეული ფილტრაციით უნდა მოხდეს რუსეთის მოქალაქეების შემოშვება.

"მარტივი კითხვა უნდა დავსვათ და ვინ აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიმართ, ასეთი ადამიანები შეგვიძლია შემოვუშვათ ქვეყანაში. ამიტომ მე ფილტრაციის მომხრე ვარ. იმ დონის ფილტრაცია, რომ „ეფ-ეს-ბე"-ს აგენტები გამოვავლინოთ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ეს სპეცსამსახურების დონეზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ მინიმუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ტერიტორიად აღიარების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, ვინც შემოვლენ. სამწუხაროა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, ისინი ხელსაყრელ ნიადაგს უქმნიან რუსეთს იმით, რომ თითქოს საქართველოში ეროვნული და ეთნიკური ნიშნით რუსების ჩაგვრა მიმდინარეობს. ასეთი რამ არ ხდება, არასდროს მომხდარა, არაკეთილგანწყობა ბუნებრივია, რომ ჰქონდეთ მათ მიმართ ვინც ოკუპაციას ამართლებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ტურისტები არიან და ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებენ, ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა, უნდა შემოვიდნენ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე