რეზონანსი
(11.08.2022)

სექტემბრიდან, საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი იხსნება, ამის შესახებ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ეს იქნება ევროპული ტიპის ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც ივაჭრებენ და ბაზარზე ელექტროენერგიის მიმწოდებლები იქნებიან. დავით ნარმანიას თქმით, არაპიკურ საათებში ელექტროენერგია უფრო იაფი იქნება. ბაზრის მთლიანი მოდელი შეიცვლება. გაჩნდება კონკურენცია, რაც ფასების ცვალებადობაზეც იქონიებს გავლენას.

"ბაზარზე იქნებიან ენერგიის მიმწოდებლები, ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, ტრეიდერები, რომელთაც ექნებათ გარკვეული ენერგია გასაყიდი და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება. ცოტა მოგვიანებით ასევე ჩაერთვება დღის შიგნით ბაზარი, როცა საათობრივადაც შეძლებენ ეს კომპანიები იყიდონ ენერგია ბაზარზე და საათობრივი ვაჭრობის ყველაზე მთავარი სიკეთე არის ის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე პიკურ საათებში, შესაბამისად მათ შეეძლებათ თავიანთი წარმოება და საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება, მომსახურების გაწევა და ამით პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ამ ყველაფრისა," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე