რეზონანსი
(11.08.2022)

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი, გუკა ყაულაშვილი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა და მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.

12 წლის გუკა ყაულაშვილი რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე