რეზონანსი
(09.08.2022)

პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, თვითმფრინავებისთვის რადარის საწინააღმდეგო რაკეტები AGM-88 HARM გაუგზავნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რადარის საწინააღმდეგო არაერთი რაკეტა გაგზავნა.

"ეს ბოლო დახმარების პაკეტების ნაწილია... ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში დარჩეს", - თქვა მან.

მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას რაკეტებს უგზავნის, რომლების შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორედ რუსული სარადარო სისტემების გასანადგურებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე