რეზონანსი
(09.08.2022)

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ვიზიარებ მილიონობით ამერიკელის ღრმა შეშფოთებას პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში უპრეცედენტო ჩხრეკის გამო. აშშ-ის არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია ამერიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა ჩხრეკის ობიექტი. [...] გუშინდელი ქმედება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრული ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რატომ განხორციელდა ეს ქმედება და მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე