რეზონანსი
(07.08.2022)

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზეა შექმნილი სამუშაო ჯგუფი მაშინ, როდესაც გუშინ და გუშინწინ ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევენ. ანუ, არათანმიმდევრულ პოლიტიკას აქვს ადგილი, - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ სამუშაო ჯგუფებს უბრალოდ აზრი არ აქვს. მათი ფუნქციონირება არის მხოლოდ იმისთვის, რომ სამუშაო გარემოს იმიტაცია შეიქმნას და შესაბამისად, ამ იმიტაციის შექმნაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცვლილებები. ამ ცვლილებებზე ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობოებთან ერთად, რომელსაც დავდებთ მაგიდაზე სექტემბრის დასაწყისში, როდესაც დაიწყება პლენარული სხდომები", - განაცხადა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე