რეზონანსი
(05.08.2022)

არავითარ დრამატულ მოვლენებს არ აქვს ადგილი, ისეთს, რომელთან დაკავშირებითაც საფუძველი აქვს ვინმეს, გამოაცხადოს, რომ რაღაც დრამატული სცენარები ვითარდება საქართველოში ან რამე მანკიერ ტენდენციებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გამოქვეყნებული სტატისტიკები, რასაც ოპონენტები ეყრდნობიან, მანიპულაციის მცდელობაა, რადგან არ არის ახსნილი ის, თუ რამდენმა ტურისტმა დატოვა ქვეყანა, რა კატეგორიის ტურისტები არიან და ა.შ. როდესაც ასეთი ტიპით არის შემოთავაზებული ინფორმაცია, რომ ცდილობენ გააღვივონ ქსენოფობიური ნიადაგი სახელმწიფოში, არ ღირს ამაზე სერიოზულად საუბარი. ეს ძალიან მავნე და მანკიერი ტენდენცია შეიძლება იყოს და ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს", - აცხადებს სარჯველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე